English / ქართული / русский /
ნანა კირვალიძემაია ჯებაშვილი
ლუდის წარმოება საქართველოში

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საქართველოში ლუდის მწარმოებელი საწარმოების მნიშვნელობა, მათი სამეურნეო საქმიანობის შედეგები. კერძოდ: ლუდის წარმოების დინამიკა, პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურა და ფასწარმოქმნა, ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები, საწარმოების რაოდენობა, მომუშავე პერსონალის რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება. აღნიშნულია, რონ ლუდის წარმოებისათვის საქართველოში არ ფუნქციონირებს ნედლეულის და დამხამარე მასალების მიმწოდებელი საწარმოები, ფირმები იყენებენ იმპორტულ ნედლეულს, მაგრამ ისინი აწარმოებენ კონკურენტუნარიან პროდუქციას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მომხმარებელთა მოთხოვნას და ექსპორტირდება კიდეც. მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ქართული ლუდი ხარისხიანია და იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას უწევს.

სტატიაში ავტორები ასევე საუბროვბენ ბაზრის დასაცავათ საჭირო მთავრობის მიერ გასატარებელ პროტექციონისტულ ღონისძიებებზე, რაც საჭიროა მოზღვავებული იმპორ­ტისაგან ადგილობრივი წარმოების დასაცავად, მაღალ სააქციო გადასახადებზე და სხვა.

საქართველოში საბაზრო მექანიზმის დანერგვა განაპირობებს საწარმოების (ფირმების) საქმიანობაში თავისუფალი სამეურნეო საქმიანობის არჩევანსა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას; ახალი საქონლის, ტექნოლოგიების და ბაზრების ათვისებას; რენტაბელური საწარმოო სიმძლავრეების მომხმარებლის მოთხოვნასთან დაქვემდებარებას; ქმედითი მმართველობითი მექანიზმის პირველ ადგილზე წამოწევას.

ამ კანონზომიერებების არსებობის გამო საქართველოში მრავალი არარენტაბელური და არაკონკურენტუნარიანი დარგი და საწარმოო განადგურდა.

საქართველოში ლუდის (მცირეალკოჰოლიანი სასმელი) წარმოება და მოხმარება ყოველთვის იყო პოპულარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველასათვის ცნობილი მოვლენების  ტრადიციული სამეურნეო კავშირების გაწყვეტის და ენერგოკრიზისის მიუხედავად, ამ დარგში არსებულმა საწარმომ „ყაზბეგი-1881“ შეძლო არსებობა და განვითარება. მან ეს შეძლო საკუთარი ძალებით. ფირმა დაეყრდნო განახლებულ წარმოებას, რომელიც უკვე ათვისებული იყო მუშების და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ. მის გვერდით შეიქმნა ლუდის მწარმოებელი ახალი ფირმები. სამამულო საწარმების პროდუქცია ძლიერ კონკურენციას უწევს იმპორტულ ლუდს.

2010-2015 წლებში საქართველოში ლუდის წარმოებაში შექმნილი მთლიანი დამატებითი ღირებულება არასტაბილურობით ხასიათდება და მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,2%-ს შეადგენს (2015 წლის მონაცემებით.  ცხრ. 1).

 საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი და მ.შ.

ლუდის წარმოებაში შექმნილილი დამატებითი

ღირებულება 2015-2016 წლებში მლნ ლარი[1]

ცხრილი 1 

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016*

მთლიანი შიდა პრო

დუქტი საბაზრო

ფასებში

20743,4

24344,0

26167,3

26847,4

29150,5

31756,6

33921,6

% წინა წელთან

შედარებით

100,0

117,4

107,8

102,6

108,6

108,7

106,8

მ.შ. ლუდის წარმოებაში შექმნილი დამატებითი ღირებულება

25,7

35,5

60,2

40,4

56,3

64,7

-**

% წინა წელთან

შედარებით

100,0

138,1

169,6

67,1

139,4

114,9

-

ამჟამად საქართველოში ამ დარგში ფუნქციონირებს 23 დიდი და მცირე საწარმო. ლუდის წარმოებაში მოქმედი ძირითადი მწარმოებლებია: „ყაზბეგი“, „კასტელი საქართველო“, „ნატახტარი“, „ზედაზენი“. გარდა ამისა, საქართველოში არის ლუდის მწარმოებელი 20-მდე მცირე საწარმო. მათი წარმოებული პროდუქცია მრავალფეროვანია. დიდი საწარმოები აწარმოებენ 5-8 დასახელების ლუდს ყველა გემოვნების მომხმარებლისათვის. ლიდერ ფირმებს შორის კონკურენტული ბრძოლა მიმდინარეობს საქონლის მახასიათებლებით: ახალი საქონლის, ლუდის ხარისხის, მიწოდების სისწრაფის, სავაჭრო მარკის გავლენის, ფასების დონის მიხედვით და სხვ. მაგალითად, ფირმა „ზედაზენი“ აწარმოებს შემდეგი დასახელების ლუდს: „ზედაზენი“, „ბავარია“, „სვიანი“, „საიუბილეო“, „კიონიგ პილსნერი“ და „კიონიგ პილსნერი“ მუქი. ჩამოსხმა ხდება მინის, პლასტმასის, ლითონის ქილის ჭურჭელში, 30 ლიტრიან და 50 ლიტრიან კასრებში. ფირმა „ნატახტარის“ პროდუქციაა: „ნატახტარი“, „ნატახტარი კასრის“, „ნატახტარი ექსტრა“, „მთიელი , ოლდ აირიში“. ფირმა „ყაზბეგი“ ჩამოასხამს 8 დასახელების ლუდს და სხვ. ლუდი დამზდებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისა და ხარისხიანი დამხმარე მასალებისაგან. ოთხივე ფირმა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, სისტემატურად ხდება მანქანა-მოწყობილობების განახლება. ლუდს ხარშავენ როგორც ფირმაში შექმნილი ტექნოლოგიით, ასევე ჩეხური, გერმანული, ჰოლანდიური ტრადიციების გამოყენებით. ლუდის ნედლეულისა და დამხმარე მასალების მწარმოებელი ქარხნები საქართველოში აღარ არის, ამიტომ ნედლეულს (ალაო, სვია) იძენენ გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ბელორუსიის, უკრაინის, რუსეთის ქვეყნების ფირმებიდან, ხოლო ტარას და სხვა დამხმარე მასალას _ თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. ლუდსახარშ ფირმებსა და მიმწოდებლებს შორის დამყარებულია მრავალწლიანი საიმედო პარტნიორული ურთიერთობები. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია ლუდის წარმოების დინამიკა საქართველოში. (ცხრ.2). იგი არასტაბილურობით ხასიათდება, მაგრამ ლუდის საწარმოების მიერ მიღწეული წარმატებები მართლაც დიდია. ე.ი. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში განვითარდა დარგი, რომელიც მთლიანად იმპორტულ ნედლეულსა და დამხმარე მასალებს იყენებს (წყალს თუ არ ჩავთვლით). მაგრამ საქართველოში შესაძლებელია ალაოს მწარმოებელი ფირმების შექმნა. მინის ტარის საწარმოებლად საქართველოდან სომხეთში გააქვთ ნედლეული (კვარცის ქვიშა), შემდგომ კი სომხეთიდან შემოაქვთ მინის ბოთლები. აქ არსებული ერთადერთი ფირმა ვერ აკმაყოფილებს ბოთლებზე გაზრდილ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც  ასეთი საწარმოები საქართველოში შეიძლება შეიქმნას.

საქართველოში წარმოებული ლუდი მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის ჯილდოს მფლობელია. ფირმა „ყაზბეგი“ მონაწილეობდა მადრიდში, ბრიუსელში, პარიზსა და მოსკოვში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში. დაჯილდოებულია პრიზებით, დიპლომებით ნომინაციაში წლის საუკეთესო ლუდი, ლუდის მწარმოებელი საუკეთესო კომპანია და ა.შ.

ლუდის მწარმოებელ საწარმოებში ფასების პოლიტიკა მოქნილია. ფასწარმოქმნა ხდება საწარმოო ხარჯების გათვალისწინებით, ითვალისწინებენ კონკურენტების ფასებს. 2010-2016 წლებში 1 ლიტრი ლუდის საშუალო ფასი 0,55-1,0 აშშ დოლარი იყო და ზრდის ტენდენციით ხასითდება, რაც გამოწვეულია თვითღირებულების გაზრდით.

 საქართველოში ლუდის წარმოება 2010-2016 წლებში           

ცხრილი 2

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016*

ათ. დეკალიტრი

8279,0

7873,9

9903,4

1009,0

9965,5

8605,8

9772,4

% წინა წელთან შედარებით

100,0

95,1

125,8

101,9

98,8

86,7

113,6

ღირებულება (ათასი ლარი)

106418,1

101372,4

130538,5

128204,3

146228,5

117179,4

115027,2

% წინა წელთან შედარებით

100,0

95,3

128,8

98,2

114,1

80,1

98,2

ლუდის ფასს მნიშვნელოვნად ზრდის აქციზის გადასახადი. ბოლო წლებში აქციზის გადასახადი გაიზარდა 0,40 ლარიდან 0,60 ლარამდე, რის შედეგადაც ლუდის ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტში 22-24%-ით შემცირდა (ექსპერტების შეფასებით). ლუდის რენტაბელობა არ აღემატება 12-15%-ს. ლუდის თვითღირებულების სტრუქტურა მოცემულია 1 ნახაზზე.                                                                                                                 

 

ლუდის ბაზარზე შეიმჩნევა მომხმარებელთა (რესტორნები, საცალო სავაჭრო ფირმები) კონკურენტული გავლენა. მომხმარებელი კარნახობს ლუდის მიწოდების პირობებს, ფასებს და სხვ.

საქართველოში დამზადებული ლუდი აზერბაიჯანში, სომხეთში და დსთ სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტირდება, რადგან ევროპის ბაზარი გაჯერებულია ადგილობრივი წარმოების პროდუქციით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იყო წლები როცა ქართული ლუდი ავსტრიასა და პოლონეთშიც ექსპორტირდებოდა (გასაკვირი არ არის, რომ ქართული ლიმონათი იგზავნება 33 ქვეყანაში: აშშ, დიდი ბრიტანეთში, ევროპის და დსთ ქვეყნებში). ლუდის ექსპორტი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 0,05 %-ს შეადგენს, ხოლო იმპორტი მთლიანი იმპორტის _ 0,1%-ს  2016 წლის მონაცემებით (ცხრ.3).

ევროპის ქვეყნებში ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 100 ლიტრს აღემატება, საქართველოში კი ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება 23-25 ლიტრია წელიწადში. ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს სამამულო ლუდის წარმოება, რომელიც იმპორტულს სამომხმარებლო თვისებებით არ ჩამოუვარდება, საქართველოს ბაზარი კი გაჯერებულია მოზღვავებული იმპორტული ლუდით. იმპორტული პროდუქცია საცალო სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილია 7-8 დასახელების  ლუდით. მოზღვავებული იმპორტი კი ხელს უშლის სამამულო წარმოების განვითარებას. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ლუდს არ ეხება.

რა თქმა უნდა,  ჩვენ იმპორტის წინააღმდეგი  არ ვართ, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ უნდა აიკრძალოს იმპორტი. მაგრამ როცა მომხმარებელთა მოთხოვნა კმაყოფილდება სამამულო პროდუქციით, მაშინ საჭიროა მთავრობამ გაატაროს პროტექციონისტული პოლიტიკა. თუ არა  საქართველოს მთავრობა, სხვა ვინ დაიცავს ქართულ ბაზარს.  გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ აქციზის გადასახადი იქნებოდა მხოლოდ იმპორტულ ლუდზე, იმპორტზე დააწესებდნენ მაღალ საბაჟო გადასახდს. 

მე-3 ცხრილში მოცემულია ლუდის ექსპორტ-იმპორტის დინამიკა საქართველოში.

 საქართველოში ალაოს ლუდის ექსპორტ-იმპორტი

2010-2016 წლებში

ცხრილი 3

წელი

ექსპორტი

იმპორტი

ათ. აშშ დოლარი

ათასი ლიტრი

ათ. აშშ დოლარი

ათასი ლიტრი

2010

495,4

856,7

8686,4

14994,1

2011

1776,9

2972,3

9352,0

13104,9

2012

2804,5

5207,4

7598,5

9046,1

2013

2468,1

4452,8

7416,2

7842,0

2014

1355,4

1911,5

7607,3

7864,3

2015

908,2

1035,6

6699,8

7840,9

2016

1133,2

1143,2

7014,3

8208,7

 ლუდის ექსპორტი იმპორტს 7065,5 ათ. ლიტრით აღემატება (2016 წლის მონაცემებით).

ზედმეტი არ იქნება, თუ მოვიყვანთ სათანადო სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში ლუდის მწარმოებელი ფირმების რაოდენობის, დასაქმებულთა რაოდენობის და მათი შრომის ანაზრაურების შესახებ. მონაცემებს ზრდის ტენდენცია აქვს (ცხრ. 4).

ყველასათვის ხელმისაწვდომი ოფიციალური მონაცემებით, ტრანსეროვნულ ფირმა „ჰაინეკენს“ (Heineken) საქართველოში მწვანე შუქი აუნთეს. „ჰაინეკენის“ პროდუქცია მოზღვავებულია ქართულ ბაზარზე და მისი შემოსვლა არ შედის მომხმარებელთა ინტერესებში. ეს ნიშნავს, რომ „ჰაინეკენი“ გაანადგურებს საქართველოში ლუდის საწარმოებს. გაანადგურებს არა მარტო 20-მდე საწარმოს, არამედ სერიოზული პრობლემები შეექმნება ოთხ ლიდერ კომპანიასაც, 1600-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება, მაშინ როდესაც საქართველოში შეიძლება შემოვიდეს საკონსერვო, სამკერვალო,  ტყავ-ფეხსაცმლის, საფეიქრო, ავეჯის, სილიკატური პროდუქციის მწარმოებელი ფირმები. ადგილობრივი საწარმოები ამ პროდუქციას არ აწარმოებენ.

 საქართველოში ლუდის მწარმოებელი საწარმოების

ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებელი

2010-2016 წლებში

ცხრილი 4

წელი

საწარმოთა რაოდენობა

დასაქმებულთა

რაოდენობა, კაცი

დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება, ლარი

2010

18

973

1085,8

2011

26

1039

1304,7

2012

19

1338

1186,8

2013

21

1609

1234,0

2014

25

1547

1320,0

2015

24

1579

1518,8

2016

23

1586

1482,9

ლუდის მოხმარებას სეზონური ხასიათი აქვს. ოქტომბერ-აპრილში მომხმარებელთა უმეტესობა, ტრადიციისამებრ, ღვინოს მიირთმევს. მხოლოდ მაისიდან ხდება ლუდის მოხმარება ინტენსიური. მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ, რომ მომხმარებელთა 15% თითქმის ყოველდღე მიირთმევს ლუდს, 40% _ კვირაში რამდენჯერმე, 25% _ თვეში რამდენჯერმე. 20% საერთოდ არ მირთმევს ლუდს. მომხმარებელთა 42% ერთდჯერადად მიირთმევს 0,5 ლიტრამდე ლუდს, 46% _ 0,5-1,0 ლიტრამდე, ხოლო მომხმარებელთა 12% ერთჯერადად სვამს 1 ლიტრზე მეტ ლუდს.  მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ქართულ ლუდს (85%), რადგან იმპორტულთან შედარებით იაფია და ხარისხიანი. მომხმარებელთა 15% აუცილებლად ირჩევს ძვირადღირებულ იმპორტულ ლუდს. მომხმარებელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ქართული ლუდი იმპორტულს ხარისხით სულაც არ ჩამოუვარდება.

გამოკითხულ მომხმარებელთა 20%-მდე არის  ცალკეული მარკის ლუდის ერთგული, დანარჩენი 80%-თვის მნიშვნელობა არ აქვს რა მარკის ლუდს მიირთმევს, მთავარია ლუდი ხარიხიანი იყოს. ყველა მომხმარებელი აღნიშნვს, რომ საცალო ქსელში როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ლუდის არჩევანი ფართოა.

დასკვნა

შედეგებმა ცხადყო, რომ ლუდის მწარმოებელმა დიდმა საწარმოებმა გადალახეს სიძნელეები, აქვთ დიდი და სერიოზული მიღწევები. ქართული ლუდი არა მარტო სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნას, არამედ  ექსპორტირდება კიდეც.

 გამოყენებული ლიტერატურა 

  1. შუბლაძე გ,, ნანიტაშვილი მ., დოლეკაშვილი ლ., „სტრატეგიული მენეჯმენტი“, თბილისი, „უნივერსალი“. გვ. 70-146, გვ. 301-330;
  2. ნანიტაშვილი მ., შუბლაძე გ., „მარკეტინგის მენეჯმენტი“, თბილისი, „უნივერსალი“. გვ. 102-130, გვ. 230-260;
  3. Товароведение и экспертиза потребительских товаров, под ред. Шевченко В.В. М., 2001, ст. 223-227.
  4. WWW geostat. ge


[1] სტატიაში მოყვანილი ყველა ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე

* 2016 წლის მონაცემები არის წინასწარი

** მონაცემები არ არის